"ქალბატონის ყვირილის ხმა გაიგო, შველას ითხოვდა" - რას ყვება მეზობელი დოდო გუგეშაშვილის სახლზე თავდასხმის შესახებ - Palitra News

"ქალბატონის ყვირილის ხმა გაიგო, შველას ითხოვდა" - რას ყვება მეზობელი დოდო გუგეშაშვილის სახლზე თავდასხმის შესახებ

2018-02-07 12:55:49+04:00

სახლიდან ისმოდა ხმაურის და ჩხუბის ხმა, თუმცა გასროლის ხმა არ გაგვიგია, - ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის ერთ-ერთმა მეზობელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სახლში ის თავად არ იმყოფებოდა და ჩხუბის და ხმაურის შესახებ მისმა არასრულწლოვანმა ბიძაშვილმა შეატყობინა. ”ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, რომ ესმოდა ხმაური - ქალბატონი ითხოვდა შველას, თუმცა როგორც მან თქვა, სროლის ხმა არ გაუგია და ვერ გაარჩია. რაც შეეხება ოჯახს, მე შორიდან ვიცნობდი. მათთან სტუმრები იშვიათად მიდიოდნენ”, - განაცხადა ფიფია მანურელამ.

იხილეთ: LIVE: რა ხდება დოდო გუგეშაშვილის სახლთან, სადაც თავდასხმისას მისი შვილი დაიღუპა, თვითონ კი დაიჭრა

"მე-11 სართულზე სისხლიანი ხელთათმანი და პლედი ვნახე" - ახალი დეტალები და მეზობლის კომენტარი დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმის შესახებ