სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძის ახლობლები სასტუმროსთან აქციას მართავენ. როგორც დაკავებული გიორგი მიქელაძის მეუღლე, თეონა ფუტკარაძე აცხადებს, აქციის მონაწილეები სასტუმროს ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვენ, თუ რა ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას გიორგი მიქელაძის დაკავებასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო "ლეოგრანდში" სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, და საქართველოს მოქალაქე, დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.