ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გიორგი მიქელაძე უდანაშაულოა. მათი ინფორმაციით, 24 ნოემბერს, როდესაც სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, გიორგი მიქელაძე თურქეთში სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც დაკავებულის მეუღლე თეონა ფუტკარაძე ამბობს, ოჯახის წევრები და ახლობლები გიორგი მიქელაძეს დაუყოვნებლივ გათავისფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სასტუმრო „ლეოგრანდს“ ფუნქციონირების საშუალებას არ მისცემენ.