მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი დაინიშნა. როგორც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კახა კახიშვილი იყო მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი. „ ჩვენ გვსურს ფუნდამენტური, წარმატებული რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით. აქედან გამომდინარე მთავრობის ადმინისტრაციას ენიჭება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ რეფორმების კოორდინაციის საქმეში. ის ჩემთან ერთად ამ პოზიციიდან შეძლებს კოორდინაცია გაუწიოს ყველა იმ რეფორმის დროულ დანერგვას, რომელიც ჩვენი მხრიდან არის დაანონსებული“, - განაცხადა პრემიერმა.
იხილეთ:პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა