02:18
17 ივლისი, 2018, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა
12-07-2018

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.

რაც შეეხება სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ. შესაბამისად, თანამდებობაზე რჩებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი  დავით ზალკალიანი, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრი ლევან დავითაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ასევე პოსტი შეინარჩუნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადროს გარდა, სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდა, რის შესაბამისადაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში სულ 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრია. კერძოდ, სტრუქტურული ცვლილებები ასეთია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეუერთდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო - იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო გაუქმდა და მისი განშტოებები გადანაწილდა სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთა განსახლების მიმართულება გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტი შსს-მ შეითავსა, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდა ჯანდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

AutoPlay
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
"შოკში ჩავვარდი, როდესაც ის კადრები ვნახე" - ცხოველთა დამცველების აქცია თბილისის მერიასთან
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
"ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება" - ქვეყნის პირველი პირების რეაქცია
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
"საქნახშირის" გენერალური დირექტორი: "თუ საჭიროება მოითხოვს შახტების დახურვას, ჩვენ ამის წინააღმდეგ ვერ წავალთ"
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ჰელსინკში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
vaJa
12-07-2018
ივანე მაჭავარიანი კარგი კადრია
სხვა სიახლეები