სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ტესტი 400-მდე პირს ჩაუტარდა - Palitra News

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ტესტი 400-მდე პირს ჩაუტარდა

2020-08-11 09:49:08+04:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ამ დროსთვის კორონავირუსზე ტესტი 400-მდე პირს ჩაუტარდა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგების ხუთი ჯგუფი მუშაობს, თუმცა ვითარების შეფასების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, 12 ჯგუფის დამატება.

მისივე ინფორმაციით ტურისტები საკარანტინო სივრცეებში არიან გადაყვანილი.