სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ამ დროსთვის კორონავირუსზე ტესტი 400-მდე პირს ჩაუტარდა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგების ხუთი ჯგუფი მუშაობს, თუმცა ვითარების შეფასების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, 12 ჯგუფის დამატება.
მისივე ინფორმაციით ტურისტები საკარანტინო სივრცეებში არიან გადაყვანილი.