"ცენტრ პოინტის" ქონება დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურებისთვის სრულიად საკმარისია, - ამის შესახებ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ზარალის ანაზღაურებაში იგულისხმება მხოლოდ დაზარალებულების მიერ შეძენილი ბინების დასრულება და ჩაბარება, ხოლო მათთვის თანხის გადახდაზე საუბარი არ არის. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, 31 მარტს, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
იხილეთ:
მოეხსნა თუ არა "ცენტრ პოინტის" ქონებას ყადაღა?
რა ხდებოდა სასამართლოში მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ