მაია რჩეულიშვილის ინტერესების დამცველის მარიამ ცუცქირიძის ინფორმაციით, "ცენტრ პოინტის" ქონებას ყადაღა არ მოხსნია, ყადაღა მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთს მოეხსნა, რომლითაც "ცენტრ პოინტის" საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილის გირაო იყო უზრუნველყოფილი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი გირაოს პირობების დარღვევის გამო მაია რჩეულიშვილს ჩამოერთვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, "ცენტრ პოინტის" ქონებასთან დაკავშირებით გაუგებრობა იმ განცხადებამ შექმნა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ცენტრ პოინტის" საქმეზე განმარტება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სასამართლოს 31 მარტის განაჩენით, "აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას".
იხილეთ: ე.წ "ცენტრ-პოინტის" საქმეზე ყველა ქონებას ყადაღა მოეხსნა