"სახლში ტირილით მოვიდა, ეშინია მარტო აღარსად დადის" - რას ამბობს დედა, რომლის 12 წლის შვილის მიმართ მამაკაცმა გარყვნილი ქვედება განახორციელა - Palitra News

"სახლში ტირილით მოვიდა, ეშინია მარტო აღარსად დადის" - რას ამბობს დედა, რომლის 12 წლის შვილის მიმართ მამაკაცმა გარყვნილი ქვედება განახორციელა

2018-11-09 17:47:58+04:00

გარყვნილი ქმედება 12 წლის გოგონას მიმართ. ბათუმში 55 წლის მამაკაცი დააკავეს. მან მუნიციპალურ ავტობუსში პატარა ბავშვზე სექსუალური შევიწროება სცადა. გოგონა ავტობუსით თანატოლებთან ერთად სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც შუახნის მამაკაცი მის სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა. მოზარდმა დახმარებისთვის ავტობუსში მყოფებს მიმართა თუმცა თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ავტობუსიდან გაქცევა მოასწრო. პოლიცია მომხდარს იძიებს. თავად 12 წლის გოგონას დედა ამბობს რომ მამაკაცმა მისი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედება უკვე მეორედ განახორციელა.

იხილეთ:

გარყვნილი ქმედება 12 წლის გოგონას მიმართ ბათუმში - დააკავეს 55 წლის მამაკაცი, რომელმაც ბავშვის სექსუალური შევიწროება ავტობუსში სცადა