გარყვნილი ქმედება 12 წლის გოგონას მიმართ ბათუმში - დააკავეს 55 წლის მამაკაცი, რომელმაც ბავშვის სექსუალური შევიწროება ავტობუსში სცადა - Palitra News

გარყვნილი ქმედება 12 წლის გოგონას მიმართ ბათუმში - დააკავეს 55 წლის მამაკაცი, რომელმაც ბავშვის სექსუალური შევიწროება ავტობუსში სცადა

2018-11-09 16:12:29+04:00

გარყვნილი ქმედება 12 წლის გოგონას მიმართ. ბათუმში 55 წლის მამაკაცი დააკავეს. მან მუნიციპალურ ავტობუსში პატარა ბავშვზე სექსუალური შევიწროება სცადა. გოგონა ავტობუსით თანატოლებთან ერთად სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც შუახნის მამაკაცი მის სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა. მოზარდმა დახმარებისთვის ავტობუსში მყოფებს მიმართა თუმცა თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ავტობუსიდან გაქცევა მოასწრო. პოლიცია მომხდარს იძიებს.

იხილეთ:

"სახლში ტირილით მოვიდა, ეშინია მარტო აღარსად დადის" - რას ამბობს დედა, რომლის 12 წლის შვილის მიმართ მამაკაცმა გარყვნილი ქვედება განახორციელა