Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 7 პაციენტი. ამავე მონაცემების თანახმად, 24 საათში ჩატარდა 22 532 კვლევა ტესტით და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 2,66% შეადგინა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაინფიცირდა 1 644 711 ადამიანი და გარდაიცვალა 16 688 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 848 368 დოზა აცრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი 1 521 ადამიანი აიცრა.