საქართველოში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 პაციენტი გარდაიცვალა - 24 მარტის კოვიდსტატისტიკა - Palitra News

საქართველოში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 პაციენტი გარდაიცვალა - 24 მარტის კოვიდსტატისტიკა

2022-03-24 10:49:25+04:00

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 7 პაციენტი. ამავე მონაცემების თანახმად, 24 საათში ჩატარდა 22 532 კვლევა ტესტით და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 2,66% შეადგინა.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაინფიცირდა 1 644 711 ადამიანი და გარდაიცვალა 16 688 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 848 368 დოზა აცრა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი 1 521 ადამიანი აიცრა.