04:11
30 ნოემბერი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
"რომაული არდადეგები" - ფილმი, რომელმაც 3 „ოსკარის“ პრემია დაიმსახურა, ნამდვილი შედევრი გახდა და ათწლეულების მანძილზე საკულტოს სტატუსს ინარჩუნებს
24-09-2021

მართალია, ახალგაზრდა პრინცესას რომანტიკულმა ისტორიამ, რომელიც იტალიის დედაქალაქში მოგზაურობისას, სასახლიდან იპარება და სიმპათიურ ჟურნალისტთან ერთად აწყობს "რომაულ არდადეგებს", „ოსკარის“ სამი პრემია დაიმსახურა და წარმატებულ დებიუტად იქცა ახალბედა ოდრი ჰეპბერნისთვის, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უილიამ უაილერის ფილმი ნამდვილი შედევრი გახდებოდა და ათწლეულების მანძილზე შეინარჩუნებდა საკულტოს სტატუსს. 

პრინცესა ანას "რომაული არდადეგები" საელჩოდან გაპარვით იწყება, სადაც მისი დელეგაცია შეჩერდა. სინამდვილეში, საელჩო პალაცო ბარბერინიში ხელოვნების ნაციონალურ გალერეაში მოეწყო, ნახატების ცნობილმა კოლექციამ კი, მდიდრული დეკორაციის როლი შეასრულა საზეიმო მიღების ეპიზოდში. 

სასახლიდან პრინცესა რომის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის - კოლიზეუმის სანახავად გაიპარა, რომელიც იმპერატორის ფორუმთან ერთად, დღემდე რომის იმპერიის დიდებასა და ძლევამოსილებას განასახიერებს. სწორედ გრანდიოზულ ფორუმთან, სკამზე იპოვა ამერიკელმა ჟურნალისტმა ჩაძინებული პრინცესა, რომელიც  საკუთარ ბინაში წაიყვანა მისამართზე Via Margutta, 51–ში.

AutoPlay
დევიდ ფინჩერის ფსიქოლოგიური ტრილერი "შვიდი" - 1990-იანი წლების ამერიკული კინოს შედევრი, სადაც ხანდაზმული დეტექტივი და მისი მეწყვილე, იძულებით ებმებიან სამყაროს განწმენდის იდეით შეპყრობილი მანიაკის თამაშში და ცდილობენ საზარელი მკვლელობების გამოძიებას
26-11-2021
"შორეულ პლანეტაზე განვითარებული ფანტასტიკური ისტორია" ან "ძველმოდური თავგადასავალი ჯუნგლებში ეკოლოგიური ქვეტექსტითა და მითოლოგიური სიუჟეტების თხრობის მანერით" - ფილმი, რომელიც 2,7 მილიარდი დოლარით მსოფლიო გაქირავების ლიდერი გახდა
19-11-2021
"რა არის უარესი, იცხოვრო როგორც ურჩხულმა თუ მოკვდე როგორც კარგი ადამიანი?" - მარტინ სკორსეზეს ფილმი "დაწყევლილთა კუნძული", რომლის ორაზროვან ფინალზე კამათი დღემდე გრძელდება
12-11-2021
"ოუშენის ტრილოგია" - სტივენ სოდერბერგის კრიმინალური ტრილოგია, რომელმაც მოხერხებული მძარცველის დენი ოუშენის და მისი მეგობრების სამნაწილიანი თავგადასავალი გააერთიანა
29-10-2021
ფილმი, რომელმაც 3 "ოსკარი" მოიპოვა და საერთო ჯამში 335 მილიონი დოლარი მოაგროვა - დევიდ ფინჩერის ყველაზე თამამი ეკრანიზაცია - "ბენჯამინ ბატონის იდუმალებით მოცული ისტორია"
22-10-2021
თავის დროზე კრიტიკოსების მიერ დაწუნებული ფილმი, რომელიც დღეს შედევრად და ფანტასტიკური "ჰორორის" ერთგვარ ეტალონად ითვლება - ალფრედ ჰიჩკოკის "ჩიტები
15-10-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები