არსებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონკრეტულად რა დაზიანებები მიიღო მან სროლებისა და აფეთქებების შედეგად, ამ დროისთვის უცნობია.
დაჭრილ სპეცრაზმელს ექიმები შესაბამის დახმარებას ამ წუთებში უწევენ. შესაბამისად, დეტალები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სწორედ სამედიცინო შემოწმების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციისას კიდევ ორი პირი დაიჭრა, ამ ეტაპზე მისი დადასტურება ვერ ხერხდება.
ახალი ინფორმაცია სპეცოპერაციაზე: ყავთ თუ არა მძევლები აყვანილი ეჭვმიტანილებს ბერი სალოსის ქუჩაზე?
ექსკლუზივი: ახლო კადრი ცეცხლმოკიდებული ბინიდან, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ
როგორ შედის სპეცრაზმის დიდი ჯგუფი სპეცოპერაციის ადგილზე - კადრები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან