როგორია ავარიის დროს გარდაცვლილი ჩვილების დედის მდგომარეობა? - ბათუმის კლინიკის ექიმის კომენტარი - Palitra News

როგორია ავარიის დროს გარდაცვლილი ჩვილების დედის მდგომარეობა? - ბათუმის კლინიკის ექიმის კომენტარი

2018-07-14 19:29:50+04:00

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებული ორი ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას 3 თვის ბავშვები უკვე გარდაცვლილი იყვნენ.ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიაში ერთი ოჯახის 5 წევრი მოყვა, საიდანაც 3 დაიღუპა, 2 კი დაშავდა. რაც შეეხება ბავშვების დედას და ბებიას, ისინი ბათუმის კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

იხილეთ:

გარდაიცვალა ორი ჩვილი, რომლებიც ოჯახთან ერთად ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიაში მოყვნენ - ადგილზე დაიღუპა ბავშვების მამაც