გარდაიცვალა ორი ჩვილი, რომლებიც ოჯახთან ერთად ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიაში მოყვნენ - ადგილზე დაიღუპა ბავშვების მამაც - Palitra News

გარდაიცვალა ორი ჩვილი, რომლებიც ოჯახთან ერთად ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიაში მოყვნენ - ადგილზე დაიღუპა ბავშვების მამაც

2018-07-14 16:42:08+04:00

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებული ორი ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანისას 3 თვის ბავშვები უკვე გარდაცვლილი იყვნენ.

შეგასენებთ, რომ ავარიაში ერთი ოჯახის 5 წევრი მოყვა, საიდანაც 3 დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

ბათუმი-ჩაქვში შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ:

როგორია ავარიის დროს გარდაცვლილი ჩვილების დედის მდგომარეობა? - ბათუმის კლინიკის ექიმის კომენტარი

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიაში მოყვა ოჯახი 2 მცირეწლოვანი ბავშვით - გარდაიცვალა ერთი წევრი, დანარჩენი 4 კი დაშავებულია