რაჭაში, მთის ჩამოშლის გამო მდინარე ლუხუნის ხეობაში ჩაკეტილი გზა დროებით გაიხსნა - Palitra News

რაჭაში, მთის ჩამოშლის გამო მდინარე ლუხუნის ხეობაში ჩაკეტილი გზა დროებით გაიხსნა

2017-08-14 15:02:18+04:00

რაჭაში, მთის ჩამოშლის გამო მდინარე ლუხუნის ხეობაში ჩაკეტილი გზა დროებით გაიხსნა. მოძრაობენ როგორც მაღალი გამავლობის, ასევე მსუბუქი ავტომობილები. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საფრთხე დიდია, რადგან მთიდან ქვები ისევ ცვივა და შესაძლოა, მთა კვლავ ჩამოიშალოს. გზის გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს ალტენატიული, ძველი გზის აღდგენითი სამუშაოებიც. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამბროლაურში, წესი-ურავის საავტომობილო გზაზე საღამოს 19:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე მოძრაობა იკრძალება. ამბროლაურში მთის ჩამოშვლის გამო სამი სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

იხილეთ: ჩამოშლილი მთის მასივი და გარესამყაროს მოწყვეტილი 3 სოფელი - რაჭაში ვითარების გასაცნობად გეოლოგები ჩავლენ