ჩამოშლილი მთის მასივი და გარესამყაროს მოწყვეტილი 3 სოფელი - რაჭაში ვითარების გასაცნობად გეოლოგები ჩავლენ - Palitra News

ჩამოშლილი მთის მასივი და გარესამყაროს მოწყვეტილი 3 სოფელი - რაჭაში ვითარების გასაცნობად გეოლოგები ჩავლენ

2017-08-14 09:57:01+04:00

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი, მთის მასივის ჩამოწოლის შედეგად, გარესამყაროს მოწყდა. მდინარე ლუხუნის ხეობაში მდებარე სოფლები ლიხეთი, აბარი და ურავის დამაკავშირებელ გზაზე მთა ჩამოიშალა, რომელმაც გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.

სოფლებში დაახლოებით 900-მდე ოჯახი ცხოვრობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წესი-ურავის საავტომობილო გზაზე ჩამოსული კლდოვანი მასის წმენდა მძიმე ტექნიკის მეშვეობით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.