რა ხდება გომბორზე, სადაც ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა და ოთხი ადამიანი იმსხვერპლა - კადრები შემთხვევის ადგილიდან - Palitra News

რა ხდება გომბორზე, სადაც ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა და ოთხი ადამიანი იმსხვერპლა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

2018-06-09 13:07:49+04:00

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ოთხი დაღუპულიდან ერთი არასრულწლოვანია. დაშავებულია 20-მდე ადამიანი. ავარიის დროს დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიკროავტობუსში, რომელიც გომბორზე ხევში გადავარდა, თბილისის ერთ-ერთი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, ის ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

იხილეთ:

მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, გომბორზე ხევში გადავარდა - დაღუპულია 4 ადამაინი, მათ შორის 1 არასრულწლოვანიკადრები გომბორიდან, სადაც ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია 4, დაშვაებულია 20-მდე ადამიანი