მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, გომბორზე ხევში გადავარდა - დაღუპულია 4 ადამაინი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი - Palitra News

მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, გომბორზე ხევში გადავარდა - დაღუპულია 4 ადამაინი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი

2018-06-09 12:43:22+04:00

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ოთხი დაღუპულიდან ერთი არასრულწლოვანია. დაშავებულია 10-მდე ადამიანი.ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები, ასევე საპატრულო პოლიცია. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილზე მიემართება და დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში მოგაწვდით.ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსს, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, ხევში გადავარდა.

იხილეთ:

კადრები გომბორიდან, სადაც ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია 4, დაშვაებულია 20-მდე ადამიანი

"კედლის თავზე დავინახე ქალი, წივილ-კივილი იყო" - რას ამბობენ თვითმხილველები, რომლებიც გომბორზე ექსკურსიის მიკროავტობუსის ავარიას შეესწრნენ