დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ყოფილ თანამშრომლებს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ყოფილი თანამშრომლებსი, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანი დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გუშინ გადაიყვანეს. აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, ავთანდილის ქუჩაზე სწორედ აღნიშნული პირები მივიდნენ გამოძახების შემდეგ. შეგახსენებთ, 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვებიდან ერთი მკურნალობას იაშვილის კლინიკაში ამ დრომდე გადის.
იხილეთ: