დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. ისინი ყაზტრანსგაზის თანამშრომლები არიან. ისინი დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დიდი დიღმის პოლიციაში შეყვანამდე ერთ-ერთმა დაკავებულმა ჟურნალისტის კითხვაზე, შეინიშნებოდა თუ არა გაზის სუნი, დიდი დიღმის პოლიციაში შეყვანამდე ერთ-ერთმა დაკავებულმა აღნიშნა, რომ არა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, კომპანიის ორი თანამშრომელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს. უწყების ცნობით, „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს და ტერიტორია დატოვეს. „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, სწორედ სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება, რასაც 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვიც ემსხვერპლა. შსს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა საფუძველზეც გამოიკვეთება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი.