პუტინმა მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფა დაავალა - Palitra News

პუტინმა მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფა დაავალა

2019-09-23 12:09:19+04:00

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფა დაავალა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.

"მხარი დავუჭიროთ რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინადადებას აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცისთვის ფინანსების გამოსაყოფად რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.