რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფა დაავალა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.
"მხარი დავუჭიროთ რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინადადებას აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცისთვის ფინანსების გამოსაყოფად რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.