პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს, სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ. სამართალდამცველები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში მივიდნენ. რაც შეეხება გოგოჭურის დაჭრის დეტალებს, არსებული ინფორმაციით, მომხდარზე პრეზიდენტის სიძე არ საუბრობს, მათ შორის ინფორმაციას არ აწვდის არც სამართალდამცავ ორგანოებს.არაოფიციალური ცნობით, მინდია გოგოჭურს თავს მთაწმინდაზე, მისსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაესხნენ, თუმცა მეორე მხრივ, ადგილობრივებს გასროლის ხმა არ გაუგიათ.
პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს - "აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები"