პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.გვიან ღამით მას ოპერაცია გაუკეთდა. ამის შესახებ პალიტრანიუსს კლინიკაში განუცხადეს. "ქვემო კიდურის მიდამოებში აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს", - აცხადებენ კლინიკაში.
მათივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობის შესახებ მკურნალი ექიმი განცხადებას ერთ საათში გააკეთებს. საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური წუხელ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში წუხელ მეგობრებმა მიიყვანეს. მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.