საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო, -ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია. რაც შეეხება სინოდის შეკრების აუცილებლობას, მეუფე გრიგოლის აზრით ეს პატრიარქის გადასაწყვეტია.