პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო და ამის შემდეგ უკვე საუბარი იმ პრობლემებზე - მეუფე გრიგოლი - Palitra News

პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო და ამის შემდეგ უკვე საუბარი იმ პრობლემებზე - მეუფე გრიგოლი

2019-11-10 13:50:02+04:00

საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო, -ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია. რაც შეეხება სინოდის შეკრების აუცილებლობას, მეუფე გრიგოლის აზრით ეს პატრიარქის გადასაწყვეტია.