ყოფილი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას შესახებ გავრცელებულ კადრებზე გამოძიებას ჩვენება მისცეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ფარცხალაძესთან დაკავშირებული სკანდალის გადაფარვისთვის მოხდა.როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, ფარცხალაძესთან დაკავშირებული სკანდალის გადაფარვა და ყოფილი მთავარი პროკურორის ”გათეთრება” შეუძლებელია. კუბლაშვილი ადასტურებს, რომ კაფეში, რომლის ინციდენტის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ლაშა თორდიასთან ერთად იმყოფებოდა.
იხილეთ: სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, ლაშა თორდია მონაწილეობს