სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, ლაშა თორდია მონაწილეობს - Palitra News

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, ლაშა თორდია მონაწილეობს

2017-05-24 11:03:01+04:00

სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო მონაწილეობით ვიდეო ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. კადრები შიდა სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული. როგორც ვიდეოს ავტორი წერს, ლაშა თორდია იარაღით ბარის თანამშრომელს ემუქრება. ვიდეოს გამავრცელებელი წერს, რომ დაპირისპირების მიზეზი მუსიკის ხმა გახდა. როგორც კადრებში ჩანს, სავარაუდოდ, ვიდეო 2016 წლის 24 დეკემბერსაა გადაღებული.