პატრიარქი - ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, ეს რატომ ხდება - Palitra News

პატრიარქი - ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, ეს რატომ ხდება

2020-07-13 15:31:27+04:00

მართლმადიდებელი სამყარო სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საზეიმო წირვა აღავლინა. უწმინდესმა წირვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა, სვეტიცხოვლობა მიულოცა, მორწმუნე მრევლი დალოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.