მართლმადიდებელი სამყარო სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საზეიმო წირვა აღავლინა. უწმინდესმა წირვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა, სვეტიცხოვლობა მიულოცა, მორწმუნე მრევლი დალოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.