ორთითა ადამიანების ამოუცნობი საიდუმლო - გაიცანით ვადომას ტომი - Palitra News

ორთითა ადამიანების ამოუცნობი საიდუმლო - გაიცანით ვადომას ტომი

2017-05-02 17:34:39+04:00

აფრიკის უღრან ტყეში, ზიმბაბვეს და ბოტსვანას შორის მდებარე ტერიტორიაზე ბინადრობს უჩვეულო ტომი, რომელსაც ვადომას ან საპადის უწოდებენ. ტომის წარმომადგენელთა უმეტესობას ფეხის ტერფზე სულ 2 თითი აქვს. ორთითა ადამიანების შესახებ პირველად ამერიკელმა მოგზაურმა პოლ დიუ შაიუმ გაიგო. 1863 წელს მან გამოსცა წიგნი, სადაც აღწერა მოგზაურობა აფრიკაში, ასევე ახსენა უჩვეულო ორთითა ადამიანებიც.