აფრიკის უღრან ტყეში, ზიმბაბვეს და ბოტსვანას შორის მდებარე ტერიტორიაზე ბინადრობს უჩვეულო ტომი, რომელსაც ვადომას ან საპადის უწოდებენ. ტომის წარმომადგენელთა უმეტესობას ფეხის ტერფზე სულ 2 თითი აქვს. ორთითა ადამიანების შესახებ პირველად ამერიკელმა მოგზაურმა პოლ დიუ შაიუმ გაიგო. 1863 წელს მან გამოსცა წიგნი, სადაც აღწერა მოგზაურობა აფრიკაში, ასევე ახსენა უჩვეულო ორთითა ადამიანებიც.