ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია.
მედიის ინფორმაციით, ბოლოს გამოვლენილ პაციენტთა შორის ერთი რუსული უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელიც აფხაზეთში გუშინ დაბრუნდა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები აპრილში დაფიქსირდა.
ვირუსს გაგრაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.