ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა - Palitra News

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა

2020-05-14 09:55:25+04:00

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია.

მედიის ინფორმაციით, ბოლოს გამოვლენილ პაციენტთა შორის ერთი რუსული უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელიც აფხაზეთში გუშინ დაბრუნდა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები აპრილში დაფიქსირდა.

ვირუსს გაგრაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.