მიუხედავად იმისა, რომ ნიტრატების გამოყენება სოფლის მეურნეობაში დასაშვებია, არსებობს დოზები. გადააჭარბებული რაოდენობითაა, თუ არა ბოსტნეულში ნიტრატები, სპეციალური ხელსაწყოთი, ნიტრატომეტრით იზომება, თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც. პირველ რიგში იცოდეთ პომიდორი, რომელიც შიგნიდან გამოფიტულია, დიდი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს, ასევე ნიტრატებიანია პომიდორი, რომელიც უკვე დამწიფებულია, თუმცა მასში თეთრი ძაფის მაგვარი ზოლებია. ბევრს გონია, რომ მწვანე თესლის მქონე პომიდორიც ნიტრატებითაა გაჯერებული, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა. კურკების ფერს, პომიდორის ჯიში განაპირობებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კიტრში უფრო ადვილად კონცენტრირდება ნიტრატები, ვიდრე პომიდორში, ამიტომ კიტრის შეძენისას და მირთმევისას კიდევ უფრო დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ შეიძენთ არაბუნებრივად, ძალიან მუქი ფერის კიტრს, მასში დიდი ალბათობით დასაშვებ დოზაზე მეტი ნიტრატებია.
ჩააწყვეთ კიტრი წყალში და დადგით მზეზე 1-2 საათი - რეკომენდაცია, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ