ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ნიკა რურუა 50 წლის იყო. ის "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიიდან პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი და კულტურის მინისტრი იყო. მას ეკუთვნოდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების იდეა, რომელიც 2006 წელს გაიხსნა.
აგვისტოს ომის შემდეგ, რურუა მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გორში სტალინის ძეგლის აღების ინიციატორი ოყო. ის 2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან. 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გახდა დეპუტატი. პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.
იხილეთ:
ნიკა რურუა სახლში დედამ იპოვა - ახალი დეტალები და ახლობლების ინფორმაცია პოლიტიკოსის გარდაცვალებაზე