ნიკა რურუა სახლში დედამ იპოვა - ახალი დეტალები და ახლობლების ინფორმაცია პოლიტიკოსის გარდაცვალებაზე - Palitra News

ნიკა რურუა სახლში დედამ იპოვა - ახალი დეტალები და ახლობლების ინფორმაცია პოლიტიკოსის გარდაცვალებაზე

2018-12-04 17:55:43+04:00

ახლობლებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ნიკა რურუას გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი უჭირთ.როგორც რამდენიმე ახლობელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნიკა რურუას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია.„არ მახსოვს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ დაეჩივლოს. მაქსიმუმ წნევას ან გაციებას თუ შეუწუხებია“, - აღნიშნავენ პოლიტიკოსის ახლობლები.მათივე ინფორმაციით, ნიკა რურუა სახლში დედამ იპოვა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ექიმებს რურუა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.ნიკა რურუა 50 წლის იყო. ის პარლამენტის მე-6 მოწვევის დეპუტატი და კულტურის მინისტრი იყო.