ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამყოფ ხაზთან ჩავიდა.
მედლინ მუნი სოფელ დიდ ხურვალეთში იმყოფებოდა და ადგილობრივებს გაესაუბრა, მანამდე კი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები საქართველოს საკონონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობასაც.