ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან სოფელ დიდ ხურვალეთში იმყოფებოდა - Palitra News

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან სოფელ დიდ ხურვალეთში იმყოფებოდა

2019-09-13 12:09:25+04:00

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამყოფ ხაზთან ჩავიდა.

მედლინ მუნი სოფელ დიდ ხურვალეთში იმყოფებოდა და ადგილობრივებს გაესაუბრა, მანამდე კი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები საქართველოს საკონონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობასაც.