ნასვამი მძღოლი, რომელმაც გლდანში 27 წლის ქალი და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა, ავარიის შემდეგ მიიმალა - შსს-ს ინფორმაცია - Palitra News

ნასვამი მძღოლი, რომელმაც გლდანში 27 წლის ქალი და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა, ავარიის შემდეგ მიიმალა - შსს-ს ინფორმაცია

2018-09-12 17:32:15+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარი ავარიის საქმეზე ავტომანქანის მძღოლი დააკავა. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, მძღოლი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, რომელმაც შემთხვევის შემდეგ ქალი და ბავშვი განსაცდელში მიატოვა. ჩადენილი დანაშაული 8-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ა. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა საკუთარ ავტომანქანას, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს - 1991 წელს დაბადებულ ნ. მ.-ს და 2015 წელს დაბადებულ ნ. ჯ.-ს შეეჯახა, რომლებიც, მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.მომხდარ ფაქტზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გარდაცვლილი 27 წლის გოგო და 3 წლის ბავშვი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.

იხილეთ:

გლდანში ავარიას ქვეითად მოსიარულე ქალი და ბავშვი ემსხვერპლნენ