გლდანში ავარიას ქვეითად მოსიარულე ქალი და ბავშვი ემსხვერპლნენ - Palitra News

გლდანში ავარიას ქვეითად მოსიარულე ქალი და ბავშვი ემსხვერპლნენ

2018-09-12 16:11:53+04:00

გლდანში ავარიას ქვეითად მოსიარულე დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეითად მოსიარულე ქალს და მის შვილს ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა წუხელ მოხდა. სამართალდამცველებმა მძღოლი შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად მალევე დააკავეს. გამოძიება 128-ე მუხლისა და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალებით ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.