17 წლის მოზარდი მწვერვალ შხარასთან სნოუბორდით სრიალის დროს დაშავდა. მიღებული დაზიანებების შედეგად მოზარდს გადაადგილების პრობლემა შეექმნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა დაშავებული მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.