მწვერვალ შხარასთან დაშავებული 17 წლის მოზარდი მაშველებმა საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს - Palitra News

მწვერვალ შხარასთან დაშავებული 17 წლის მოზარდი მაშველებმა საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს

2019-02-12 21:14:16+04:00

17 წლის მოზარდი მწვერვალ შხარასთან სნოუბორდით სრიალის დროს დაშავდა. მიღებული დაზიანებების შედეგად მოზარდს გადაადგილების პრობლემა შეექმნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა დაშავებული მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.