"მოვისმინეთ ლამაზი სადღეგრძელოები, ლექსები" - თბილისის გენგეგმის განხილვისას მომხდარ დაპირპისპირებას მხარეები ეხმაურებიან - Palitra News

"მოვისმინეთ ლამაზი სადღეგრძელოები, ლექსები" - თბილისის გენგეგმის განხილვისას მომხდარ დაპირპისპირებას მხარეები ეხმაურებიან

2018-03-27 17:08:19+04:00

"განცხადებები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობდა" - ასე აფასებს თბილისის მერი გენგეგმის საჯარო განხილისას მომხდარ დაპირისპირებას. კახა კალაძის თქმით, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ განხილვაში არეულობა შეეტანათ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კი დაპირისპირების ინიციატორად მმართველ გუნდს მიიჩნევენ. მათი განცახდებით გენგეგამსთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს. შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვის სხდომას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ:

"არ გრცხვენია?! ეს არის ტუტუცი და თავხედი, გვერდზე რომ გეჯდა გააჩუმე ის" - ყველაზე ხმაურიანი მომენტრი თბილისის გენგეგმის განხილვიდან

"ბატონო კახი კიდევ მაწყვეტინებთ? დედის გინება იქნება შემდეგი ეტაპი?! - ელენე ხოშტარიას მიმართვა კალაძეს, სანამ გენგეგმის განხილვას დატოვებდა