"განცხადებები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობდა" - ასე აფასებს თბილისის მერი გენგეგმის საჯარო განხილისას მომხდარ დაპირისპირებას. კახა კალაძის თქმით, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ განხილვაში არეულობა შეეტანათ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კი დაპირისპირების ინიციატორად მმართველ გუნდს მიიჩნევენ. მათი განცახდებით გენგეგამსთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს. შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვის სხდომას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იხილეთ: