02:43
23 მაისი, 2022, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ერთი ბრენდის ისტორია
„მოდა არ არის მხოლოდ კაბა, ეს არის რაღაც უფრო მეტი, რაღაც რაც ჰაერშიც არის, ცაშიც, ქუჩაშიც - მოდა არის იდეა, გზა რომელიც გვაჩვენებს როგორ ვიცხოვროთ და ყოველდღიურობა ჩვენს გარშემო“ - ფრანგული მოდის ინდუსტრიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი კოკო შანელი
15-11-2021

ისტორია საფრანგეთში იწყება, მოდისა და პარფიუმერიის სამშობლოში. თუმცა არა ფრანგულ სასახლეში, არამედ უდედმამო ბავშვთა სახლიდან. გაბრიელ  შანელი -  1883 წლის 19 აგვისტოს დაბადა. მისი ბავშვობის წლების შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ავადმყოფობის გამო დედა ბავშობაში დაკარგა და  რადგან მამამ მის აღზრდაზე უარი თქვა - ბავშვთა სახლში გაიზარდა. თავის სარჩენად ისწავლა ხელსაქმე, რომელმაც შემდგომ მისი ცხოვრების გზა განაპირობა, თუმცა ოცნება მომღერლობა იყო. ზედმეტსახელი „კოკო“ რომლითაც შემდგომ მსოფლიო მას და მისი სახლის ნაწარმს იცნობს- ერთი სიმღიდან არის, სიმღერიდან, რომელსაც კაბარებში ასრულებდა. 20 წლის ახალგაზრდა გოგო პოპულარობაზე ფიქრობდა და მომღერლობას ცდილობდა როდესაც ცხოვრებამ მას პირველი შეთავაზება გაუკეთა. კაბარე მულენს  ბიზნესმენი ეტიენ ბალსანი სტუმრობდა ხშირად, რომელიც კოკომ მოხიბლა და მათი რომანი ახალი თავგადავლებისკენ მიმავალ გზად იქცა. მართალია ეტიენისა და კოკოს ურთიერთობა არ იყო აღტაცებული სიყვარული, თუმცა შანელისთვის მისი იდეებისა და შესაძლებლობების განხორციელების საშუალებად იქცა.

კორსეტი, ფართე და აქსესუარებით დატვირთული შლაპები, რთულად სატარებელი კოსტუმი, რომლითაც იმ პერიოდის ქალბატონები იწონებდნენ თავს, კოკოსთვის უჩვეულო იყო. თავდაპირველად სწორედ მოხდენილი პატარა ქუდების დიზაინმა ისე გაიტაცა, რომ ეტიენმა მას პარიზში საკუთარი სახლი დაუთმო, სადაც 1909 წელს შანელის პირველი სალონი გაიხსნა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალი და ბიზნესი შეუთავსებელი მცნება იყო და წარმოიეგინეთ როგორი მისაღებელი იქნებოდა ნოვატორული იდეებით შეპყრობილი, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალის თამამი და ამბიციური განაცხადი და კარნახი თუ როგორ ჩაეცვათ, რა სამკაული ეტარებინათ და როგორი სურნელბის მქონე სუნამო ყოფილიყო სტილის მანიშნებელი. თუმცა შანელისთვის არ არსებობდა საზღვრები, როდესაც საქმე ტანსაცმლის მოდელირებას ეხებოდა.

ამას გარდა, პირველი მსოფლიო ომის დროს ქალის  ჩაცმულობის შეუსაბამობა გარემოპირობებთან იმის საბაბად იქცა რომ არა მხოლოდ მოუხერხებელი  ნაწილები ამოეღო სტილიდან, მან მამაკაცის ტანსაცმლის დეტალები შეიტანა ქალის ჩაცმულობაში. მის მიერ დაწყებული რევოლუცია მოდის ინდუსტრიაში ბევრად უფრო ფართო მასშტაბის ცვლილებების საწყისი იყო, რასაც თანდათან დრომაც შეუწყო  ხელი.

AutoPlay
Nike ეს არის აზროვნების ფორმა და დაუღალავი სწრაფვა ჰორიზონტების დასაპყრობად - ნომერ პირველი ბრენდი მსოფლიოში, რომლის შემოსავალიც 37 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება
16-05-2022
Rolls-Royce - მსოფლიოში ცნობილ საავტომობილო კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღიერბულ ბრენდი, რომელიც ყოველთვის ითველბოდა და დღემდე ითვლება ბრწყინვალების სიმბოლოდ
09-05-2022
CRISTIAN DIOR - როგორია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული მოდის სახლის დაარსების ისტორია
02-05-2022
იყო დრო, როდესაც ერთმანეთის მოკითხვა, მილოცვა, ერთმანეთთან ურთიერთობა წერილების და მისალოცი ბარათების საშუალებით ხდებოდა - ნახეთ, როგორ იწყებოდა მისალოცი ბარათების ისტორია
25-04-2022
ბრიტანული ხარისხი რძიან შოკოლადში - CADBURY
18-04-2022
Boeing Company - ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია, რომელიც აპროექტებს, აწარმოებს და ყიდის თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს, რაკეტებს, თანამგზავრებს, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობას მთელ მსოფლიოში
11-04-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები