ისტორია საფრანგეთში იწყება, მოდისა და პარფიუმერიის სამშობლოში. თუმცა არა ფრანგულ სასახლეში, არამედ უდედმამო ბავშვთა სახლიდან. გაბრიელ შანელი - 1883 წლის 19 აგვისტოს დაბადა. მისი ბავშვობის წლების შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ავადმყოფობის გამო დედა ბავშობაში დაკარგა და რადგან მამამ მის აღზრდაზე უარი თქვა - ბავშვთა სახლში გაიზარდა. თავის სარჩენად ისწავლა ხელსაქმე, რომელმაც შემდგომ მისი ცხოვრების გზა განაპირობა, თუმცა ოცნება მომღერლობა იყო. ზედმეტსახელი „კოკო“ რომლითაც შემდგომ მსოფლიო მას და მისი სახლის ნაწარმს იცნობს- ერთი სიმღიდან არის, სიმღერიდან, რომელსაც კაბარებში ასრულებდა. 20 წლის ახალგაზრდა გოგო პოპულარობაზე ფიქრობდა და მომღერლობას ცდილობდა როდესაც ცხოვრებამ მას პირველი შეთავაზება გაუკეთა. კაბარე მულენს ბიზნესმენი ეტიენ ბალსანი სტუმრობდა ხშირად, რომელიც კოკომ მოხიბლა და მათი რომანი ახალი თავგადავლებისკენ მიმავალ გზად იქცა. მართალია ეტიენისა და კოკოს ურთიერთობა არ იყო აღტაცებული სიყვარული, თუმცა შანელისთვის მისი იდეებისა და შესაძლებლობების განხორციელების საშუალებად იქცა.
კორსეტი, ფართე და აქსესუარებით დატვირთული შლაპები, რთულად სატარებელი კოსტუმი, რომლითაც იმ პერიოდის ქალბატონები იწონებდნენ თავს, კოკოსთვის უჩვეულო იყო. თავდაპირველად სწორედ მოხდენილი პატარა ქუდების დიზაინმა ისე გაიტაცა, რომ ეტიენმა მას პარიზში საკუთარი სახლი დაუთმო, სადაც 1909 წელს შანელის პირველი სალონი გაიხსნა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალი და ბიზნესი შეუთავსებელი მცნება იყო და წარმოიეგინეთ როგორი მისაღებელი იქნებოდა ნოვატორული იდეებით შეპყრობილი, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალის თამამი და ამბიციური განაცხადი და კარნახი თუ როგორ ჩაეცვათ, რა სამკაული ეტარებინათ და როგორი სურნელბის მქონე სუნამო ყოფილიყო სტილის მანიშნებელი. თუმცა შანელისთვის არ არსებობდა საზღვრები, როდესაც საქმე ტანსაცმლის მოდელირებას ეხებოდა.
ამას გარდა, პირველი მსოფლიო ომის დროს ქალის ჩაცმულობის შეუსაბამობა გარემოპირობებთან იმის საბაბად იქცა რომ არა მხოლოდ მოუხერხებელი ნაწილები ამოეღო სტილიდან, მან მამაკაცის ტანსაცმლის დეტალები შეიტანა ქალის ჩაცმულობაში. მის მიერ დაწყებული რევოლუცია მოდის ინდუსტრიაში ბევრად უფრო ფართო მასშტაბის ცვლილებების საწყისი იყო, რასაც თანდათან დრომაც შეუწყო ხელი.